Tuesday, March 20, 2012

ინდიგოს ბავშვები და კომპიუტერი

უკვე ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ტელევიზიით, უკვე რამოდენიმეჯერ გადაიცა სიუჟეტი, სადაც პატარა ბავშვებს, რომლებმაც ხშირად გამართულად სიარული და საუბარიც კი არ შეუძლიათ, უპრობლემოდ ძალუძთ კომპიუტერის ჩართვა, საჭირო პროგრამის გამოძახება და მისი მართვა. ეს ყველაფერი დამახასიათებელია სწორედ “ინდიგოს ბავშვებისთვის”.

კომპიუტერული თამაშებისადმი უზომო მიდრეკილება სხვათა შორის ერთ-ერთი შტრიხია, რომელიც ახასიათებთ “ინდიგოს ბავშვებს”. ქვემოთაც ვისაუბრებ მეცნიერების მიერ მიღებულ პრაქტიკულ რჩევებზე, რომლებიც ეხება “ინდიგოს ბავშვებთან” ურთიერთობაში მყოფ მშობლებსა და პედაგოგებს, თუმცა ერთ რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ბავშვები ვერ იტანენ სიცარიელეს და ასე ვთქვათ, უძრაობას. ისინი ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში მოძებნონ დინამიკა, მოვლენების სწრაფი ცვალებადობა და რაც მთავარია ჰქონდეთ ტექნიკასთან ურთიერთობება, რაც ასე მნიშვნელოვანია “ინდიგოს ბავშვებისთვის”.

მშობლებმა მოზარდს კი არ უნდა აუკრძალონ კომპიუტერთან სიახლოვე, არამედ ამას პრაქტიკული ფორმები უნდა მისცენ. ამ დროს ბავშვს უნდა ჰქონდეს ნაკლები თავისუფალი დრო, უნდა მოიძებნოს მისი ინტერესების სფერო, დავუშვათ ეს უცხო ენის სწავლა იყოს – რეკომენდებულია მან უცხო ენა შეისწავლოს კომპიუტერის დახმარებით, ან კომპიუტერი დამხმარე საშუალება გახდეს მის საქმიანობაში. თუნდაც, ისწავლოს რთული კომპიუტერული პროგრამები და ა. შ.

No comments:

Post a Comment