Wednesday, October 3, 2012

იყავი ბრძენი და საკუთარ შვილში დარწმუნებული!


გვესმის, რომ რთულია მშობლის შეგუება ისეთ ბავშვთან, რომელსაც არ სჭირდება მშობელი ჩვეული გაგებით. ამიტომ ყველაზე უტყუარი გამოსავალი იქნება მშობელი თუ შესძლებს საკუთარი თავის შეცვლას, მოძებნის მშობლის ქცევის ახალ ფორმას იმისთვის, რომ ბავშვმა შეინარჩუნოს ბავშვობა და იმავდროულად გრძნობდეს, რომ მისი შინაგანი სიმწიფე აღიარებულია გარშემო მყოფი ადამიანების მიერ.
მშობელები, განსაკუთრებით კი დედები, ხშირად განიცდიან იმას, რომ მათი ინდიგო - შვილებისთვის დამახასიათებელია   ჩვეულთან შეუსაბამი ყურადღების დაბალი კონცენტრაციის დონე და ჰიპერაქტიურობა, მათ უჭირთ შვილის მოქცევა ჩვეულ ჩარჩოებში და იმის მიღწევა, რომ ყველა უფროსის მიმართ გამოხატოს საკადრისი პატივისცემა.  აწ და მარადის ყველამ დავიმახსოვროთ,  რომ ავტორიტეტი - მხოლოდ ავტორიტეტისთვის ამ ბავშვებში მიუღებელია. კრისტალური და ინდიგო ბავშვები საოცრად გრძნობენ და ვერ იტანენ სიცრუეს. ისინი უმალვე გებულობენ, როდესაც მათი დასწრებით ან მათ მიმართ იძახიან ტყუილს, ამცირებენ ან ცდილობენ მანიპულირებას. ცრუ ადამიანი ვერ ეღირსება მათ პატივისცემას. მისიიდან გამომდინარე ისინი წარმოადგენენ ტყუილის საწინააღმდეგო თავისებურ დეტექტორს. ამის გათვალისწინებით ურთიერთობაში მშობელი ყოველთვის უნდა იყოს გულწრფელი და მართალი.
კრისტალური ბავშვების დიდი ნაწილისთვის 3 – 4 წლამდე დამახასიათებელია მეტყველების ნელი ტემპით განვითარება. მაგრამ, მშობელთა თქმით, მათ ურთიერთობაში ეს არ ქმნის გადაულახავ პრობლემებს. ურთიერთ კავშირი ეწყობა პრინციპზე: გულიდან - გულისკენ. პრობლემა კი წარმოიშვება იმ მომენტიდან, როცა მედიკოსებისგან ან პედაგოგებისგან ამგვარი ბავშვი, განაჩენის სახით, მიიღებს დიაგნოზს - „მეტყველების განვითარების ანომალია“...
გარდა ამისა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კრისტალური ბავშვების რიცხოვნობის ზრდასთან  ერთად იმატა „აუტიზმის“ დიაგნოზის რაოდენობამაც. კრისტალური ბავშვები მართლაც განსხვავდბიან წინა თაობებისგან, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, ამ განსხვავებაში რატომ უნდა დავინახოთ მაინც და მაინც და მხოლოდ პათოლოგია, რატომ უნდა მოვახდინოთ პრობლემის ხელოვნური კონსტრუირება? აუტიზმის დიაგნოსტიკის კრიტერიუმი ხომ ცალსახაა და  კარგად არის ცნობილი სპეციალისტებისთვის: აუტისტი საკუთარ სამყაროში ცხოვრობს, მას არ გააჩნია გარემოსთან და სხვა ადამიანებთან შინაგანი კავშირი, ის არ მეტყველებს იმიტომ, რომ საერთოთ არ გააჩნია ამის მოთხოვნილება და სურვილი. კრისტალური ბავშვი კი  სხვა რეალობას წარმოადგენს. ის - ალბათ, ყველაზე მოძრავ, ცოცხალ, ურთიერთობის მოყვარე, კეთილმოსურნე, მგრძნობიარე, სოციალურად აქტიურ თაობას მიეკუთვნება.  იმავდროულად  ძნელია მისი გამოყვანა ჩვეული მშვიდი მდგომარეობიდან, მას გააჩნია სპირიტუალური უნარი.  სპონტანურად ის ყოველთვის ეხმარება გაჭირვებულებს. აუტისტი კი ამას არ გააკეთებს.
გვერწმუნეთ, რომ ჩვენს სამყაროში ამჟამად მოსული ახალი თაობის ბავშვები იმსახურებენ პატივისცემას, უფრო მეტიც - თაყვანისცემას და არა შტამპს - „ფუნქციონალური დარღვევები“ და თუ რამ მართლაც არის დარღვეული - პირველ რიგში ეს ის სისტემებია, რომლებიც ვერ ეწყობიან ადამიანის განვითარების ახალი ეტაპის შესატყვისად. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ დავაპირებთ შტამპებითა და დამღის დასმით ამ ბავშვების  დათრგუნვასა და დამონებას, ან  ჩვეულისკენ იძულებით, მედიკამენტოზურად შემობრუნებას, ჩვენ მოვსპობთ ღვთისგან ნაბოძევ ძღვენს და საწყისშივე დავანგრევთ ცივილიზაციას, რომელიც ახლა იწყებს ამ სამყაროში ფესვის გადგმას.


ინდიგო, კრისტალური, ცისარტყელასებრი ბავშვები - ახალი თაობა


მკვლევართა ნაწილი ამტკიცებს, რომ განსხვავებული  თვისებების მქონე ბავშვების ამ ქვეყნად მოსვლა XX სუკუნის მეორე ნახევრიდან დაფიქსირდა: კაცობრიობას ისინი  სამ ტალღად მოევლინენ და თითოეულს  განსხვავებული სახელი დაერქვა: პირველი ტალღა - ინდიგო, მორე - კრისტალური, ხოლო მესამე - ცისარტყელასებრი (ნათელი) ბავშვები. ყველა მკითხველმა ალბათ არც იცის, რომ უკვე საკმაო ხანია, თითქმის მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად - 29 იანვარს აღინიშნება ინდიგო  ბავშვების საერთაშორისო დღე.    
იმავდროულად საუბარი რომ იწყება ამ მახასიათებლების მქონე ბავშვების თაობაზე „სპეციალისტების“ ნაწილი, პირზე მომდგარი ქაფით, გასძახის თავის ვერსიას იმის თაობაზე, რომ განსხვავებულ ნაკადებს ადგილი არ ჰქონია, სხვები კი მათ საწინააღმდეგოდ  აცხადებენ - ეს აბსოლუტურად განსხვავებული თაობებია. მკვლევართა ეს ნაწილი ამკიცებს, რომ ყველა მომდევნო ნაკადი უფრო მეტადაა განვითარებული და ამ ბავშვებს ახასიათებს წარმოუდგენელი მოცულობის ინფორმაციის მიღებისა და შენახვის უნარი,  ისინი გამოთვლით სისტემებს   საკუთარი ორგანიზმის ნაწილად აღიქვამენ, მათ შესწევთ რეალობის ქსოვილის გასწვრივ ყელაფრის დანახვის, წინასწარმეტყვლებისა და მომავლის შეცვლის უნარი...
ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ ინდიგოს ფერი წარმოადგენს მესამე თვალის, ან თვალთაშორისი ჩაკრის ფერს. ეს ბავშვები ინტუიტიურები, მენტალურები, იმავდროულად სწრაფები არიან, რის გამოც ყველაფერი ძალიან მალე ბეზრდება.ზოგი სპეციალისტის მტკიცებით კი ინდიგო ბავშვებს  არ გააჩნია კარმა.  
იდიგოსგან განსხვავებით კრისტალურებს, მათი აურის ფერის გამო კი არა, არამედ მაღალი ვიბრაციის გათვალისწინებით დაერქვა სახელი. კრისტალურ ბავშვებს პასტელური ტონალობის, სხივოსანი თვალები აქვთ. ისინი გვეხმარებიან კრისტალის მშვენიერების სრულყოფილ აღქმაში. შესაძლოა, რომ კრისტალურ ბავშვებში დომინირებს თავის გვირგვინის ჩაკრა ან იისფერი სპექტრი, თეთრი ან გამჭვირვალე აუირის ჩათვლით. ამ ბავშვების მოსვლის სიგნალი მძლავრად აჟღერდა 2011 წლის სექტემბერში, დაიწყო კრისტალური ბავშვების ერა. უნდა ითქვას, რომ ცალკე, გამოკვეთილად ცისარტყელასებრი ჯგუფის თაობაზე ჯერ-ჯერობით ბევრი რამ არ თქმულა, ამ ტალღის აქტიური გამომჟღავნების დრო ახლა იწყება.
მკვლევართა უმეტესობის დაკვირვებით უფროსი თაობის ადამიანები ხშირად ვერ გებულობენ ინდიგო ბავშვების აზრებს, მათი ქცევისა და ქმედების ბუნებას და ამის გასამართლებლად უფარდებენ „ყურადღების დეფიციტის“ დიაგნოზს. საუბედუროდ მედიკამენტების გავლენის შედეგად ინდიგო ბავშვი კარგავს მისთვის დამახასიათებელ საოცარ მგრძნობიარებას, სპირიტუალურ უნარს და „მებრძოლ“ ენერგიას. გარდა ამისა უფროსები ვერც იმას აცნობიერებენ, რომ კრისტალური ბავშვები ქმნიან თაობას, რომელიც  სარგებლობს ინდიგოს მიერ გაკვალული გზით და, რომ წინა ნაკადისგან ისინი მშვიდი და გაწონასწორებული ბუნებით განსხვავდებიან.  
“… ეს იმ ბავშვების „ახალი ტიპის ცნობიერებაა“, რომლებიც ახლა იბადებიან. მათ არ გააჩნია არაფერი, რაც დამახასიათებელი იყო წინა ცნობიერებისთვის. ჩემო ძვირფასებო, სწორედ ამაში გამოიხატება, მათი განსხვავებულობა ჩვენგან. ხომ ხედავთ, რომ ისინი მოვიდნენ ბალანსის მქონე საწყისებით: მარცხენა/მარჯვენა, მამრობითი/მდედრობითი. ისინი წარმოადგენენ იმ კატეგორიას, რომელიც მზადაა ვენერის გადასასვლელით გავლისთვის.  პირველ რიგში ისინი წარმოადგენენ კაცობრიობის იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე ადრე მიაღწევს ვენერის  გადასასვლელით გადანაცვლების თანხმობას. ამ რვა წლიანი ფანჯრის პერიოდში სწორედ ისინი ელოდებიან იმას, რომ იქცნენ ლიდერებად. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახალგაზრდები არიან (არ უთხრათ მათ ამის შესახებ) სწორედ ისინი დაუდგებიან ხელშემწყობებად მათ, ვისზეც იქნება დაკისრებული ქვეყნების, კორპორაციების მართვა და მათ, ვინც დაიწყებს კონტინენტების განკურნვას. მიაქციეთ ყურადღება მათი ზეგავლენის შესაძლებლობებს და გაოცებულები დარჩებით...“ (ამ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ კრაიონის წიგნებს: „ბოლო დრონი“, „არ იაზროვნო, როგორც ადამიანმა“, „სულიერი ზამთარი“, „ამაღლების თვალით ხედვა“, „ვენერის გასასვლელის ძღვენი“).  
წინასწარმეტყველი, მეტაფიზიკოსი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (წიგნების: „ზრუნვა ინდიგო ბავშვებზე“, „ღმერთები და ანგელოზები“, „ანგელოზური მედიცინა“, „ანგელოზური თერაპია“, „გზავნილი ანგელოზებისგან“, "ფერიების ჯადოსნური სამეფო"- ს ავტორი) დორინ ვირჩე (Doreen Virtue) აცხადებს, რომ „პირველი, რაც კრისტალურ ბავშვებში თქვენ  ყურადღებას იპყრობს, ეს მათი თვალებია - უზომო, გამჭრიახი, მცოდნე იმ დონეზე, რომელსაც ვერ იგულისხმებ მათი ასაკის გამო. თუ ამყარებენ  მხედველობით კონტაქტს, აღარ გტოვებენ, რაც მოქმედებს გიპნოტიურად  და თქვენ გებულობთ, რომ სული გეხსნებათ ამ თვალების წინაშე...“
სპეციალსტების ნაწილს მიაჩნია, რომ ბავშვის სახით ამგვარი მახასიათებლების მქონე  ცალკეული ადამიანები ყოველთვის ევლინებოდნენ კაცობრიობას. ისინი მოდიოდნენ ჩვენს სამყაროში როგორც მოგზაური-მკვლევარები, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცნობიერების ახალი ჰორიზონტების ათვისებაში. უმეტესად  კაცობრიობა ვერ უგებდა და ცუდად ექცეოდა ასეთ ადამიანებს, მას ეშინოდა ამ ადამიანების და ამიტომ ხოცავდა მათ. მაგრამ ჩვენს გასანათლებლად მოსულები მაინც ტოვებდნენ წარუშლელ კვალს და თესავდნენ ღვთის ნაბოძევ განახლების მარცვალს. ორი ათასი წლის წინ კაცობრიობას მოევლინა ის, ვინც ცნობილი გახდა, როგორც იესო ქრისტე. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ კრისტალი და ქრისტე (Cristal - Cristo) მსგავსი სიტყვებია და მათ ერთი მნიშვნელობა გააჩნია. ასეთი მოსაზრების წაკითხვაც მომიწია: „ინდიგო ბავშვების ცნობიერება - იოანე ნათლისმცემელის ცნობიერბას შეესატყვისება, ხოლო კრისტალური ბავშვების -  ქრისტეს ცნობიერების მსგავსია. ყველანი ხომ ველოდებით ქრისტეს მოსვლას, მაგრამ ვინ თქვა, რომ ის ხელმეორედ იმავე გზით მოვა? ამჟამად, როდესაც მთელს მსოფლიოში მავანი ქადაგებს და გვასწავლის მოყვასის სიყვარულსა და შემწყნარებლობას,  რა მნიშვნელობა და დატვირთვა ექნება ქრისტე რომ მოგვევლინოს კიდევ  ერთ მასწავლებლად? ის ხომ უკვე მოსულია, მაგრამ უფრო გლობალურად - მრავალი ათასი ახალშობილი კრისტალური ბავშვის სულისა და ცნობიერების მეშვეობით. ინდიგოსთან შედარებით ისინი ხომ ადამიანების მიმართ უფრო დიდი სიყვარულითა და შემწყნარებლობით განწყობილნი არიან. გაიხსენეთ, როგორ შეამზადეს ანგელოზებმა  მარიამი და იოსები იმისთვის, რომ მათ ოჯახში მოევლინება განსხვავებული ბავშვი. იესო გაჩნდა ოჯახში, სადაც მას გაუგეს. ის უნდა გაზრდილიყო სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში, რათა მომზადებულიყო  და დაუფლებოდა მამა ღმერთისგან დაკისრებული მისიის შესრულებისთვის საჭირო თვისებებს“.
მრავალი აცხადებს, რომ კაცობრიობას  2012 წელს ელის მეოთხე განზომილებაში - ქრისტეს  ცნობიერებაში გადასვლა. მათ მიაჩნიათ, რომ კატასტროფა არ მოხდება, ვინაიდან ქრისტე მოგვევლინება სამყაროს გადამრჩენად და ამ დროისთვის ქვეყნად უკვე  იქნება მოვლენილი ძალიან ბევრი მოსიყვარულე და ბრძენი ბავშვი. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ მავნე გამოცდილებაზე დაყრდნობით  ეცადონ ამ ბავშვების სწავლება და აღზრდა,  მშობლები თვითონ იქნებიან მზად უსმინონ და ისწავლონ  მათგან. ალბათ ეს უნდა ვიგულისხმოთ ქრისტეს ქადაგებაში - თუ არ ვემსგავსებით ბავშვებს, ვერ ვიხილავთ სასუფეველსა ცათასა. ამიტომაც მიაჩნია მავანს, რომ ახალი თაობის ბავშვები გადაარჩენენ სამყაროს, ისინი მოუწოდებენ უფროს თაობას უსმინოს ბავშვებს, ვინაიდან ბავშვების ახალმა თაობამ ბევრი რამ იცის, უფრო სწორედ - მას უფროსებზე მეტი „ახსოვს“. ხომ ატყობთ, რომ ბავშვების ნაწილს ტელეპატიის, ფსიქოკინეზის (ახლო მდებარე ობიექტების გადანაცვლება გონების ძალით)  და ტელეკინეზის (გარკვეული დისტანციიდან ობიექტების გადანაცვლება გონების ძალით) უნარი გააჩნია. გარდა ამისა, ახალი თაობის ბავშვები ადვილად ეუფლებიან ლევიტაციის და ტელეპორტაციის შესაძლებლობებსაც.  
სპეციალისტთა აზრით, კვლევები გვიჩვენებენ, რომ მნიშვნელოვნად იზრდება იმ ბავშვების ხვედრითი წილი, რომლებშიც დომინირებს თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, მაგრამ ამას სავალდებულოდ არ ახლავს მარცხენა ხელის დომინირებაც. ადრეულ თვითშეგნებასა და აზრის სწრაფ აღქმასთან ერთად ახალ თაობას კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაც გააჩნია  -  სახოვანი, მთლიანი, ერთიანი ათვისების უნარი. ამგვარი თვისება ბევრ, პირობითად  ლეგასტენიკებად წოდებულ, ადამიანსაც ახასიათებს. ამ ტიპის აზროვნება იძლევა  რეალური ურთიერთკავშირებისა და უდიდესი მოცულობის ტექსტების ელვისებურად აღქმის  შესაძლებლოაბას, ის ათას ჯერ უფრო სწრაფია ჩვეულ აზროვნებასთან შედარებით, რომელიც  აზრიდან - აზრისკენ, სიტყვიდან - სიტყვისკენ „მოძრაობს“.  
ინდიგო და კრისტალურ ბავშვებს დაბადებიდანვე მოსდევს მძლავრი შემოქმედებითი პოტენციალი, რომლის განვითარების ხელშეწყობისთვის ამჟამად არსებული სისტემა აბსოლუტურად არ არის მზად. ფსიქოლოგები იტყვიან, რომ ამ ბავშვებს ინფორმაციის ანალიზის ფენომენალური უნარი გააჩნია, მასწავლებლები მათ უმართაობას, მშობლები კი ეგოიზმსა და დაუმორჩილებლობას უჩივიან, ხოლო ექსტრასენსები ყურადღებას აქცევენ  წინასწარმეტყველების ნიჭს.
არ გიჯერებთ შვილი  პირველივე მიმართვისთანავე, თქვენი მითითებით არ სურს დაძინება, უარს აცხადებს საჭმელზე, რომელიც თქვენის აზრით, სასარგებლოა მისთვის? თავბრუ გეხვევათ მის მიერ დასმული კითხვების უსასრულო ნაკადისგან? ძალიან მოძრავია? არ ერთობა ბავშვებისთვის ჩვეული, „კლასიკური“ თამაშების მეშვეობით? ფანტაზიებით აღსავსეა? თქვენთან საუბარში უჩივიან  აღმზრდელები ან მასწავლებლები - სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი შვილიც „ახალი ბავშვების“ თაობას მიეკუთვნება, რომლის აღზრდისადმი განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. როგორ მოვიქცეთ და როგორ მოვექცეთ? - ეს კითხვები ყველაზე ხშირად ისმის. საერთაშორისო ორგანიზაციის „ინდიგო ბავშვების ნათების წრე“ დამაარსებლის, აურა-სომოს მეოთხე დონის მასწავლებლის კაროლინა ჰეგენკამპის (Carolina Hehenkamp) აზრით, „ ჩვენი საერთო მიზანია - ხელი შეუწყოთ ბავშვებისა და მშობლების ერთობლივ სულიერ განვითარებას“. გამოიყენეთ საკუთარი ინტუიციის შესაძლებლობები, რომ მოახდინოთ ამ ბავშვების ენერგიასთან სინქრონიზაცია, მიაღწიეთ ერთიანობას და შედეგიც საოცარი იქნება.







Sunday, April 8, 2012

ინდიგო ბავშვების ისტორიები

       ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ინდიგო ბავშვების მოყოლილი ისტორიები თავიანთ თავზე... ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ და გამოეხმაუროთ...
        ვეცდები ქართველი ინდიგო ბავშვების ისტორიები გაგაცნოთ მომავალში :))

Tuesday, April 3, 2012

ამბობენ, რომ ამ ბავშვებს დნმ–იც შეცვლილი აქვთ

ათი წლის წინ დაიბადა ბავშვი, რომელიც შიდს–ის ვირუსით იყო დაინფიცირებული. მას გამოკვლევები მუდმივად უტარდებოდა. რაც უნდა საოცრად მოგეჩვენოთ, 6 წლისას შიდს–ის კვალი სრულიად გაუქრა. ამ საოცრებამ მეცნიერულ წრეებში დიდი გაკვირვება გამოიწვია. კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვს ლურჯი ფერის აურა ჰქონდა. შემდეგ თანდაყოლილი შიდს–ით დაავადებულ რამდენიმე ბავშვზეც აწარმოეს დაკვირვება და ისევ გასაოცარი შედეგი მიიღეს – ბავშვები მძიმე სენისგან განიკურნენ. უფრო დაწვრილებითი გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მათი დნმ–ი ჩვეულებრივი ადამიანების დნმ–ისგან განსხვავდებოდა. საერთოდ, დნმ–ში 4 ნუკლეომჟავა სამ–სამად ერთდება და ქმნის 64 კომბინაციას, რომლებსაც კოდებს უწოდებენ. ამ კოდებიდან 20 აქტიურია, დანარჩენი – არააქტიური. ამ ბავშვების შემთხვევაში კი აქტიური 24 კოდი აღმოჩნდა, ანუ ჩვეულებრივ ადამიანზე 4–ით მეტი. სწორედ ეს განაპირობებს ისეთი დაავადებებისადმი მდგრადობას, როგორიცაა შიდს–ი, კიბო და სხვა. დღეისათვის დარეგისტრირებულმა ახალი დნმ–ის მქონე ადამიანების რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში განუკურნებელი დაავადებები აღარ იარსებებს. მათ საკუთარი თავის განკურნება შეუძლიათ, ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ და ინფექციების მიმართ შეუვალები არიან.

წყარო: www.ucnauri.com

“ინდიგო” ბავშვებზე ჩატარებული კვლევის შედეგები როგორია?

დადგინდა, რომ მათი ელექტრომაგნიტური რხევების დიაპაზონი 3.222.000–დან 11.350.000 ჰერცამდე მერყეობს, რაც ჩვეულებრივი ადამიანის მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. ეზოთერულ მეცნიერებაში “მაღალი ვიბრაცია” გასხივოსნებულობის მაჩვენებელია. ამიტომაც ამ ბავშვებს ინეტელექტთან ერთად ინტუიციაც ძლიერად აქვთ განვითარებული. ბევრი თვლის, რომ ისინი უფრო მეტს გრძნობენ და ხედავენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. მომავლის ჭვრეტის უნარიც აქვთ. ეს ისე არ უნდა
გავიგოთ, რომ ყველა მათგანი წინასწარმეტყველი იქნება.


წყარო:www.ucnauri.com

Friday, March 30, 2012

ინდიგოს ბავშვებს მეცნიერები რამდენიმე კატეგორიად ყოფენ:

:) პირველია”ჰუმანისტები”.ისინი მომავალი იურისტები,ექიმები და პოლიტიკოსები არიან.მათ სეუძლიათ ხალხთან მუშაობა და ადამიანებზე ზემოქმედების ნიჭი აქვთ.გამოირჩევიან ჰიპერაქტიულობით.არ აინტერესებთყოფითობა, ასეთ ბავშვს ვერ აიძულებთ,დაალაგოს თავისი ოთახი .კი,ის დაიწყებს დავალების შესრულებას თუმცა მალე კომპიუტერთან თავდავიწყებულს იხილავთ

:) მეორე კატეგორიაა ”კონცეპტუალისტები” .ისინი თავის თავში ჩაკეტილობით გამოირჩევიან მომავალში კარგი არქიტექტორები ,დიზაინერები, მშენებლები და გამომგონებლები გამოდიან სათანადო აღზრდისა და განათლების მიუღებლობის შემთხვევაში საკუტარ თავში იკეტებიან .

:) მესამეა ”მხატვრები” .ახასიათებთ შემოქმედებითი უნარი ,ძირითადათ მისდევენ ხელოვნებას აქვთ სხვანაირი აღქმის უნარი მათი ნახატები გამოირცჰევა სურეალისტური და აბსსტრაქციონიზმული სტილით დაბოლოს ე.წ.”ყველა განზომილებაში მცხოოვრებნი -ანუ ისინი ვინც უკვე 2-3 წლის ასაკში ფლობს იმ უნარებს რომელსაც ადამიანი ცხოვრების მაძილზე იძენს .

Sunday, March 25, 2012

ინდიგოს ბავშვების აღზრდა და პედაგოგიური მიდგომა

მეცნიერი რობერტ ო’კერი ვისკონსინის უნივერსიტეტიდან თავის შრომებში, რომლებიც სწორედ "ინდიგოს ბავშვებს" ეხება, აღნიშნავს, რომ აღმზრდელები (მშობლები, პედაგოგები) უნდა გახდნენ ნოვატორები აღმზრდელობითი მეთოდების განვითარებაში და მათი მიდგომები ასეთ ბავშვებთან უნდა გახდეს უფრო მოქნილი. ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად უნდა შეცვალონ მიდგომა მათ მიმართ – ეს განსაკუთრებით ახსნისა და ინფორმაციის გადაცემის მეთოდებს ეხება სხვათა შორის, ინდიგოს ბავშვების კვლევის შესახებ არც თუ იშვიათად ტარდება კონფერენციები, მაგალითად 2000 წელს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც ასე ეწოდებოდა "ახალი ეპოქა – ახალი ადამიანი" საკმაოდ ბევრმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, ანუ მსოფლიოში აქტიურად მიდის მეცნიერული მუშაობა ამ საკითხის შესწავლისა და განვითარებისთვის. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების საბავშვო ბაღებში, კოლეჯებში, საშუალო სკოლებში უდიდესი ყურადღება ექცევა ასეთ ბავშვებთან ურთიერთობებს. მსგავს თემებზე ძალიან ხშირად ეწყობა ტრენინგები, სადაც მონაწილეობას იღებენ პედაგოგები, ფსიქოლოგები, ექიმები. გარდა ამისა, ამერიკაში შემუშავებულია სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით მიდის აქტიური მუშაობა ბავშვებში ზემოთ ნახსენები სინდრომის აღმოსაფხვრელად. სინდრომი (ეი-დი-ეიჩ-დი) როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კავშირშია უპირველესად უყურადღებობასთან, ყურადღების დეფიციტთან. მაგალითად, 1996 წელს, ამერიკაში, ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ინსტიტუტში მიღებული დასკვნით 1990-95 წლებში დაფიქსირდა ამ სინდრომის ორჯერ ზრდა, რამაც აიძულა ამერიკელი მეცნიერები სასწრაფოდ შეემუშავებინათ ახალი სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით ამ სინდრომის აღმოფხვრა სხვა მეთოდებთან ერთად ფსიქოტროპული საშუალებებითაც ხდება. თუმცა ყველაფერი ასე იოლად არ არის – მეცნიერთა ჯგუფი იელის ინსტიტუტიდან ამტკიცებს, რომ ამ ბავშვებში ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებას აზრი არა აქვს და ეს სასურველ ეფექტს ვერ იძლევა. მათი აზრით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებით, შესაძლოა, ბავშვები გახდნენ შედარებით დამჯერები და დამყოლები, მაგრამ ზემოთ ნახსენები სინდრომი არ იკურნება. ამასთან ეს სინდრომი და საერთოდ ამ ბავშვების ქცევა არის არა ნორმიდან გადახრა, არამედ ეს არის მათი სიტყვებით, "ახალი ადამიანის ტიპის დაბადების ნიშანი". ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენება დაამუხრუჭებს ამ ბავშვების და აქედან გამომდინარე კაცობრიობის განვითარებას. აი, ამას ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერების ნაწილი. სხვათა შორის, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ "ინდიგოს ბავშვების" დნმ შეცვლილია და ორგანიზმის ტალღოვანი გამოსხივება ამ ბავშვებში ნორმას ზოგჯერ 10-ჯერ აღემატება, ანუ "ინდიგოს ბავშვების" განსხვავებულობა ფიზიკურ დონეზე იგრძნობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები და პედაგოგები მზად აღმოჩნდნენ ამ ბავშვებთან ურთიერთობებისთვის. სწორად შეაფასონ მათი ნიჭიერება და მათი პრინციპულობა თუ სიჯიუტე. ამ ბავშვებთან ურთიერთობებისას შეცდომები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, რადგან "ინდიგოს ბავშვები" თანატოლებისგან განსხვავებით რამდენადაც ადვილად უმკლავდებიან მათ გარშემო არსებულ პრობლემებს, იმდენად ცდილობენ მათ გარშემო არსებული სამყარო საკუთარი სურვილის მიხედვით გარდაქმნან, ანუ იბადება კონფლიქტი მშობლებს (ასევე პედაგოგებსა) და ინდიგო ბავშვებს შორის. მშობლებმა ეს ყველაფერი უნდა გააცნობიერონ და არ არის არგუმენტი მშობლის მიერ მაგალითად საკუთარი ბავშვობის მოყვანა: "მე ბავშვობაში ასეთი არ ვყოფილვარ", "მე ბავშვობაში ასე არ ვიქცეოდი" და ა. შ.
მას მოეპყარით პატივისცემით, თუმცა ეს არ უნდა იყოს გათამამების მომენტი.
დაეხმარეთ მას, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.
არჩევანის გაკეთებისას არ იგრძნოს თავის შეზღუდულად.
ყოველთვის დაუტოვეთ არჩევნის თავისუფლება, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს.
არასდროს არ დაამციროთ.
ყოველთვის აუხსენით, თუ რატომ უნდა გააკეთოს ეს და არა ის, ანუ ნუ მოითხოვთ მისგან ბრმა მორჩილებას.
ნუ იქნებით მასთან დიქტატორი, შესაძლოა, პირველად სასურველი შედეგი მიიღოთ, თუმცა მომავალში ეს გაორმაგებულ პრობლემებს მოგიტანთ.
ნუ აგაღელვებთ მისი უყურადღებობა, ეს "ინდიგოს ბავშვისთვის" ჩვეულებრივი რამ არის.
თუ გსურთ რაიმე გააკეთებინოთ, დაანახეთ ამ საქმის შემეცნებითი მხარე, ნუ დააინტერესეთ ამით ამ საქმით.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ბავშვი არა მხოლოდ თქვენი შვილია, არამედ თქვენი პარტნიორიც, მეგობარიც – მასში ბავშვთან ერთად, ასე ვთქვათ, დიდი ადამიანიც "ზის".
ნუ დატოვებთ მის შეკითხვებს პასუხის გარეშე და მის ინტერესს იგნონირება არ გაუკეთოთ.
თუ ბავშვი აღგზნებულია და მისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების მიცემას გადაწყვეტთ, ჯერ გარკვეული ტესტირება ჩაუტარეთ და შეეცადეთ, მასთან ურთიერთობაში ფონს მედიკამენტების გარეშე გახვიდეთ.
შეეცადეთ, ის დაკავებული იყოს და რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო ჰქონდეს.
შეეცადეთ, მისმა ურთიერთობამ კომპიუტერთან პრაქტიკული ფორმები მიიღოს.
და ბოლოს, ნუ აღნიშნავთ, რომ ის განსხვავებულია და განსხვავებულად ამიტომ, ექცევით. არ არის საჭირო, ამისთვის ხაზის გასმა.

შეიძლება თუ არა, რომ ინდიგო ბავშვების ენერგია და პოტენციალი ვინმემ ბოროტად გამოიყენოს?

“ინდიგოს” ბავშვებში იქნებიან როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ენერგიის მატარებელნი. თუ მძიმე ოჯახში დაიბადა, შეიძლება მისი ენერგია არასწორად განვითარდეს და საზოგადოებისთვის საზიანოდ გამოიყენოს. კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის ბრძოლები გაგრძელდება, მაგრამ სასიკეთო ცვლილებები ყველა შემთხვევაში მოხდება. მე ვიცნობ მესამეკლასელ ქართველ გოგონას, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული. მას მასწავლებელმა ლექცია წაუკითხა მორალზე. ბავშვმა უთხრა, გუშინ უცხო მამაკაცთან იწექი და მორალზე როგორ მელაპარაკებიო. აღმოჩნდა, რომ იმ მასწავლებელს საყვარელი მართლაც ჰყავდა. ბავშვი ლამის სკოლიდან გარიცხეს. დაკითხვა მოუწყეს, ეგონათ, რომ ეს ყველაფერი მას ვინმემ უთხრა. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ნათელმხილველობის ნიჭი აქვს. თუ ამ უნარს ჩავკლავთ, მაშინ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს. მათთან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ. ესენი სხვანაირი, დიდი პოტენციალის მქონე ბავშვები არიან, მათ განვითარების საშულება უნდა მივცეთ.

რა თვისებებით გამოირჩევიან “ინდიგო” ბავშვები?

ამ ბავშვებს შიშის გრძნობა არ გააჩნიათ, ავტორიტებებს არ აღიარებენ, კერპები არ ჰყავთ, არავის ბაძავენ და მხოლოდ საკუთარი თავისა და ძლიერების სჯერათ. ისინი ძალიან მტკივნეულად განიცდიან, როცა ატყუებენ და მცირე სიყალბესაც კი ვერ ეგუებიან. ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვთ. თავდაჯერებულნი, მაგრამ მოუსვენრები და სულსწრაფები არიან. მხოლოდ იმას აკეთებენ და სწავლობენ, რაც აინტერესებთ. ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი, რაც მათთვის ნაკლებად საინტერესოა. ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ტელევიზორის, კომპიუტერის ან ენციკლოპედიების საშუალებით იღებენ. მათი ინტელექტის მაჩვენებელი 130–160 ქულაა, რაც მათ წინამორბედ თაობებში მხოლოდ 10 ათასში ერთ ადამიანს თუ გააჩნიაა. ისინი ყველანაირ ინფორმაციას ისრუტავენ. ყველაფრის შესახებ გააჩნიათ საკუთარი აზრი და მათი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია.

Tuesday, March 20, 2012

ინდიგოს ბავშვები და კომპიუტერი

უკვე ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ტელევიზიით, უკვე რამოდენიმეჯერ გადაიცა სიუჟეტი, სადაც პატარა ბავშვებს, რომლებმაც ხშირად გამართულად სიარული და საუბარიც კი არ შეუძლიათ, უპრობლემოდ ძალუძთ კომპიუტერის ჩართვა, საჭირო პროგრამის გამოძახება და მისი მართვა. ეს ყველაფერი დამახასიათებელია სწორედ “ინდიგოს ბავშვებისთვის”.

კომპიუტერული თამაშებისადმი უზომო მიდრეკილება სხვათა შორის ერთ-ერთი შტრიხია, რომელიც ახასიათებთ “ინდიგოს ბავშვებს”. ქვემოთაც ვისაუბრებ მეცნიერების მიერ მიღებულ პრაქტიკულ რჩევებზე, რომლებიც ეხება “ინდიგოს ბავშვებთან” ურთიერთობაში მყოფ მშობლებსა და პედაგოგებს, თუმცა ერთ რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ბავშვები ვერ იტანენ სიცარიელეს და ასე ვთქვათ, უძრაობას. ისინი ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში მოძებნონ დინამიკა, მოვლენების სწრაფი ცვალებადობა და რაც მთავარია ჰქონდეთ ტექნიკასთან ურთიერთობება, რაც ასე მნიშვნელოვანია “ინდიგოს ბავშვებისთვის”.

მშობლებმა მოზარდს კი არ უნდა აუკრძალონ კომპიუტერთან სიახლოვე, არამედ ამას პრაქტიკული ფორმები უნდა მისცენ. ამ დროს ბავშვს უნდა ჰქონდეს ნაკლები თავისუფალი დრო, უნდა მოიძებნოს მისი ინტერესების სფერო, დავუშვათ ეს უცხო ენის სწავლა იყოს – რეკომენდებულია მან უცხო ენა შეისწავლოს კომპიუტერის დახმარებით, ან კომპიუტერი დამხმარე საშუალება გახდეს მის საქმიანობაში. თუნდაც, ისწავლოს რთული კომპიუტერული პროგრამები და ა. შ.

ინდიგოს ბავშვების გარკვეული თავისებურებანი

სინი ამ სამყაროში მოდიან ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული შეგრძნებებით (და ხშირად თავს ასევე ავლენენ), ანუ მათ კარგად იციან, რა უნდათ.
კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, მისწრაფებებს და მათში ეჭვი თითქმის არასდროს არ შეაქვთ.
არ თვლიან საჭიროდ, რომ ახსნან საკუთარი ქცევა და მხოლოდ არჩევანის თავისუფლების სჯერათ.
საერთოდ არ აკეთებენ ზოგიერთ რამეს, მაგალითად, მათთვის აუტანელია რიგში დგომა, ლოდინი, ვთქვათ ასე.
იბნევიან კონსერვატიულ სისტემებთან ურთიერთობებისას, სადაც შემოქმედებით აზროვნებას ადგილი არა აქვს და უნდა იმოქმედო რაიმე ადრე შემუშავებული მეთოდებით.
რაიმე საქმის კეთებისას საკუთარ თავს ეყრდნობიან და იმპროვიზაციასაც მიმართავენ, თუმცა ამას მშობლები ან პედაგობები წესის დარღვევად აღქივამენ.
თუ მათ გვერდით არ არის ვინმე, მსგავსი მენტალიტეტის მქონე, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და უჩნდებათ შეგრძნება და მათი არავის არ ესმით.
ვერანაირად ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით (ყურს არ უგდებენ მსგავსს განცხადებებს “მოვა მამაშენი და ნახავ რასაც გიზამს”).
ბავშვი-ინდიგო მგრძნობიარე და სუსტია. მისგან შეიძლება დადგეს როგორც გენიალური შემოქმედი, ისე გარეწარი.

ვინ არიან ინდიგოს ბავშვები

ამ კითხვაზე პასუხი არაერთმნიშვნელოვანია. ინდიგოს ბავშვები გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი ინდიგოს ბავშვების დაბადებას უკავშირებს ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს.
ინდიგოს ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავ დროულად საკმაოდ პრინციპულიც.
ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ – მითითების მიცემა უნდა მოხდეს დელიკატურად და ტაქტიანად. გამოუვალად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენებს ვერ იყენებენ. თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან, ანუ მათზე, ვინც არ მიეკუთვნება “ინდიგოს ბავშვებს”.
თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ. არიან თავმოყვარეები და უდისციპლინოები. აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია. მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან. ძალიან განვითარებული აქვთ აბსტრაქტული აზროვნება. არიან საკმაოდ ნიჭიერები და არც თუ იშვიათად განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი. არიან ასევე მეოცნებეები. არც თუ იშვიათად ღრმა და ჭკვიანი თვალები აქვთ.
მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.
გარდა ამისა, “ინდიგო ბავშვები” ითხოვენ ბევრ ყურადღებას და ითავისებენ, რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია იმისათვის, რომ იგი ტყუილად გაფლანგო. მათ სურთ, რომ ცხოვრება დატვირთული იყოს მოვლენებით და ხშირად მოვლენებს აჩქარებენ, რათა საკუთარი შედეგები დაინახონ. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ემოციურად ცოტა გაუწონასწორებულები იყვნენ და ამასთან მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე ქმედება, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. აქ ჩვენ მივედით “ინდიგო ბავშვების” კიდევ ერთ შტრიხზე – ეს არის გულისხმიერება და სიყვარულის გამოვლენის დიდი უნარი. მათი პრინციპულობისა და ზოგჯერ მოჩვენებითი უხეშობის მიღმა საოცრად გულისხმიერი და მოსიყვარულე ადამიანი დგას.