Sunday, March 25, 2012

ინდიგოს ბავშვების აღზრდა და პედაგოგიური მიდგომა

მეცნიერი რობერტ ო’კერი ვისკონსინის უნივერსიტეტიდან თავის შრომებში, რომლებიც სწორედ "ინდიგოს ბავშვებს" ეხება, აღნიშნავს, რომ აღმზრდელები (მშობლები, პედაგოგები) უნდა გახდნენ ნოვატორები აღმზრდელობითი მეთოდების განვითარებაში და მათი მიდგომები ასეთ ბავშვებთან უნდა გახდეს უფრო მოქნილი. ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად უნდა შეცვალონ მიდგომა მათ მიმართ – ეს განსაკუთრებით ახსნისა და ინფორმაციის გადაცემის მეთოდებს ეხება სხვათა შორის, ინდიგოს ბავშვების კვლევის შესახებ არც თუ იშვიათად ტარდება კონფერენციები, მაგალითად 2000 წელს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც ასე ეწოდებოდა "ახალი ეპოქა – ახალი ადამიანი" საკმაოდ ბევრმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, ანუ მსოფლიოში აქტიურად მიდის მეცნიერული მუშაობა ამ საკითხის შესწავლისა და განვითარებისთვის. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების საბავშვო ბაღებში, კოლეჯებში, საშუალო სკოლებში უდიდესი ყურადღება ექცევა ასეთ ბავშვებთან ურთიერთობებს. მსგავს თემებზე ძალიან ხშირად ეწყობა ტრენინგები, სადაც მონაწილეობას იღებენ პედაგოგები, ფსიქოლოგები, ექიმები. გარდა ამისა, ამერიკაში შემუშავებულია სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით მიდის აქტიური მუშაობა ბავშვებში ზემოთ ნახსენები სინდრომის აღმოსაფხვრელად. სინდრომი (ეი-დი-ეიჩ-დი) როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კავშირშია უპირველესად უყურადღებობასთან, ყურადღების დეფიციტთან. მაგალითად, 1996 წელს, ამერიკაში, ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ინსტიტუტში მიღებული დასკვნით 1990-95 წლებში დაფიქსირდა ამ სინდრომის ორჯერ ზრდა, რამაც აიძულა ამერიკელი მეცნიერები სასწრაფოდ შეემუშავებინათ ახალი სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით ამ სინდრომის აღმოფხვრა სხვა მეთოდებთან ერთად ფსიქოტროპული საშუალებებითაც ხდება. თუმცა ყველაფერი ასე იოლად არ არის – მეცნიერთა ჯგუფი იელის ინსტიტუტიდან ამტკიცებს, რომ ამ ბავშვებში ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებას აზრი არა აქვს და ეს სასურველ ეფექტს ვერ იძლევა. მათი აზრით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებით, შესაძლოა, ბავშვები გახდნენ შედარებით დამჯერები და დამყოლები, მაგრამ ზემოთ ნახსენები სინდრომი არ იკურნება. ამასთან ეს სინდრომი და საერთოდ ამ ბავშვების ქცევა არის არა ნორმიდან გადახრა, არამედ ეს არის მათი სიტყვებით, "ახალი ადამიანის ტიპის დაბადების ნიშანი". ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენება დაამუხრუჭებს ამ ბავშვების და აქედან გამომდინარე კაცობრიობის განვითარებას. აი, ამას ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერების ნაწილი. სხვათა შორის, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ "ინდიგოს ბავშვების" დნმ შეცვლილია და ორგანიზმის ტალღოვანი გამოსხივება ამ ბავშვებში ნორმას ზოგჯერ 10-ჯერ აღემატება, ანუ "ინდიგოს ბავშვების" განსხვავებულობა ფიზიკურ დონეზე იგრძნობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები და პედაგოგები მზად აღმოჩნდნენ ამ ბავშვებთან ურთიერთობებისთვის. სწორად შეაფასონ მათი ნიჭიერება და მათი პრინციპულობა თუ სიჯიუტე. ამ ბავშვებთან ურთიერთობებისას შეცდომები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, რადგან "ინდიგოს ბავშვები" თანატოლებისგან განსხვავებით რამდენადაც ადვილად უმკლავდებიან მათ გარშემო არსებულ პრობლემებს, იმდენად ცდილობენ მათ გარშემო არსებული სამყარო საკუთარი სურვილის მიხედვით გარდაქმნან, ანუ იბადება კონფლიქტი მშობლებს (ასევე პედაგოგებსა) და ინდიგო ბავშვებს შორის. მშობლებმა ეს ყველაფერი უნდა გააცნობიერონ და არ არის არგუმენტი მშობლის მიერ მაგალითად საკუთარი ბავშვობის მოყვანა: "მე ბავშვობაში ასეთი არ ვყოფილვარ", "მე ბავშვობაში ასე არ ვიქცეოდი" და ა. შ.
მას მოეპყარით პატივისცემით, თუმცა ეს არ უნდა იყოს გათამამების მომენტი.
დაეხმარეთ მას, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.
არჩევანის გაკეთებისას არ იგრძნოს თავის შეზღუდულად.
ყოველთვის დაუტოვეთ არჩევნის თავისუფლება, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს.
არასდროს არ დაამციროთ.
ყოველთვის აუხსენით, თუ რატომ უნდა გააკეთოს ეს და არა ის, ანუ ნუ მოითხოვთ მისგან ბრმა მორჩილებას.
ნუ იქნებით მასთან დიქტატორი, შესაძლოა, პირველად სასურველი შედეგი მიიღოთ, თუმცა მომავალში ეს გაორმაგებულ პრობლემებს მოგიტანთ.
ნუ აგაღელვებთ მისი უყურადღებობა, ეს "ინდიგოს ბავშვისთვის" ჩვეულებრივი რამ არის.
თუ გსურთ რაიმე გააკეთებინოთ, დაანახეთ ამ საქმის შემეცნებითი მხარე, ნუ დააინტერესეთ ამით ამ საქმით.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ბავშვი არა მხოლოდ თქვენი შვილია, არამედ თქვენი პარტნიორიც, მეგობარიც – მასში ბავშვთან ერთად, ასე ვთქვათ, დიდი ადამიანიც "ზის".
ნუ დატოვებთ მის შეკითხვებს პასუხის გარეშე და მის ინტერესს იგნონირება არ გაუკეთოთ.
თუ ბავშვი აღგზნებულია და მისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების მიცემას გადაწყვეტთ, ჯერ გარკვეული ტესტირება ჩაუტარეთ და შეეცადეთ, მასთან ურთიერთობაში ფონს მედიკამენტების გარეშე გახვიდეთ.
შეეცადეთ, ის დაკავებული იყოს და რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო ჰქონდეს.
შეეცადეთ, მისმა ურთიერთობამ კომპიუტერთან პრაქტიკული ფორმები მიიღოს.
და ბოლოს, ნუ აღნიშნავთ, რომ ის განსხვავებულია და განსხვავებულად ამიტომ, ექცევით. არ არის საჭირო, ამისთვის ხაზის გასმა.

No comments:

Post a Comment